ჟანელ მონე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟანელ მონე

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჟანელ მონე რობინსონი
დაბ. თარიღი 1 დეკემბერი, 1985 (1985-12-01) (38 წლის)
დაბ. ადგილი Kansas City[1]
წარმოშობა კანზას-სიტი, კანზასის შტატი, აშშ
ეროვნება აფრო-ამერიკელები[2]
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, პანკი, ფსიქო სოული, ჰიპ-ჰოპი, პროგრესული სოული, ინდი სოული
საქმიანობა მომღერალი, რეპერი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
აქტიური 2003 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი jmonae.com
ჟანელ მონე ვიკისაწყობში

ჟანელ მონე რობინსონი (ინგლ. Janelle Monáe Robinson; დ. 1 დეკემბერი, 1985, კანზას-სიტი, კანზასის შტატი, აშშ), უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით ჟანელ მონე — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, რეპერი და მსახიობი. მიღებული აქვს გრემის ათი ნომინაცია, კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, ემის ჯილდო, ASCAP Vanguard-ის ჯილდო, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო და წლის Trailblazer-ის ჯილდო 2018 წლის Billboard Women in Music-ის დაჯილდოებაზე.[7][8]

კარიერა 2003 წელს დაიწყო დემო ალბომის, „The Audition" გამოშვებით. აღიარება მოიპოვა სადებიუტო EP-ით, „Metropolis: Suite I (The Chase)", რასაც მოჰყვა სადებიუტო სტუდიური ალბომი „The ArchAndroid". ალბომებით, როგორიცაა „The Electric Lady" (2013) და "Dirty Computer" (2018), როგორც კრიტიკოსების, ისე მსმენელთა მოწონება დაიმსახურა. გარდა მისი მუსიკალური კარიერისა, მონემ ითამაშა ფილმებში Moonlight და Hidden Figures და მოიპოვა ნომინაციები პრესტიჟულ ჯილდოებზე, როგორიცაა Critics' Choice Movie Award.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟანელ მონე რობინსონი დაიბადა 1985 წლის 1 დეკემბერს კანზას-სიტიში, კანზასში და გაიზარდა კვინდაროში.[9] დედა, ჯანეტი იყო დამლაგებელი, ხოლო მამა იყო სატვირთო მანქანის მძღოლი. მშობლები დაშორდნენ მუსიკოსის მცირეწლოვნების დროს. დედა მეორედ დაქორწინდა. მუსიკოსს ჰყავს უმცროსი და, სახელად კიმი, დედის მეორე ქორწინებიდან.

გაიზარდა ბაპტისტურ ოჯახში და ისწავლა სიმღერა ეკლესიაში.[10] შთაგონებული პერსონაჟებით, როგორიცაა დოროთი გეილი „ოზის ჯადოქარიდან" და ალბომებით, როგორიცაა „The Miseducation of Lauryn Hill", მონე პატარაობიდანვე ოცნებობდა გამხდარიყო მომღერალი.[11][12] მოზარდობისას მონაწილეობა მიიღო Coterie Theatre-ის ახალგაზრდა დრამატურგების კონკურსში და დაწერა მიუზიკლები.

ატლანტაში გადასვლის დროს დაიწყო საკუთარი მუსიკის წერა. 2003 წელს გამოუშვა დემო ალბომი „The Audition". ამ პერიოდში მუშაობდა Office Depot-ში, მაგრამ გაათავისუფლეს სამსახურის კომპიუტერიდან ფანთან ელ-ფოსტის გაგზავნის გამო. სწორედ ამ ინციდენტის შესახებ დაწერა სიმღერა „Lettin' Go“.[13]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. ამ დროს გამოუშვა დემო ალბომი „The Audition“. შემდეგ ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Puff Daddy's Bad Boy Records. 2007 წელს გამოუშვა სადებიუტო მინიონი (EP), Metropolis: Suite I (The Chase).[14] ალბომმა კრიტიკოსების მოწონებაა დაიმსახურა და მოხვდა ბილბორდ 200-ის ჩარტში. ნამუშევარს მოჰყვა სადებიუტო სტუდიური ალბომი „The ArchAndroid“. ალბომი 2010 წელს გამოვიდა Atlantic Records-ის ეგიდით. მომდევნო წელს ჯგუფთან, „Fun“, ერთად გამოუშვა ახალი ნამუშევარი „We Are Young". სიმღერამ მიიღო ბრილიანტის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA). მონეს მეორე სტუდიური ალბომი, „The Electric Lady“ 2013 წელს გამოვიდა და ბილბორდ 200-ის ჩარტში მეხუთე ადგილზე გავიდა.[15]

2013 წლის 28 სექტემბერს მონემ სტივი უანდერთან ერთად გამართა კონცერტი „Global Citizens Festival“ ცენტრალ-პარკში. მოგვიანებით იმღერა Saturday Night Live-ში. 2014 წლის 14 აპრილს ჰარვარდის კოლეჯის ქალთა ცენტრის ჯილდო მიიღო ხელოვნებასა და მედიაში მიღწევებისთვის, როგორც ხელოვანმა, ადვოკატმა და ფემინისტმა. 2015 წელს დააარსა თავისი ხმისჩამწერი ლეიბლი, „Wondaland Arts Society“, Epic Records-თან თანამშრომლობით. ლეიბლის ქვეშ მუსიკას უშვებენ ისეთ მუსიკოსები, როგორიცაა, Jidenna, Roman GianArthur და St. Beauty.[16]

მესამე სტუდიური ალბომი, „Dirty Computer“ 2018 წელს გამოვიდა. ნამუშევარმა კრიტიკოსების დიდი აღიარება მოიპოვა და მიიღო ორი ნომინაცია 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, მათ შორის წლის ალბომის კატეგორიაშიც.[17] ალბომი მოხვდა ბილბორდ 200-ის ტოპ ათეულში. იმავე წელს დაიწყო ტურნე „Monae's Dirty Computer Tour“. ასევე გამოუშვა ამავე სახელწოდების სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმი.[18] 2022 წელს მან დაწერა კიბერპანკ სიუჟეტების კრებული, The Memory Librarian: And Other Stories of Dirty Computer.[19][20] მეოთხე სტუდიური ალბომი, The Age of Pleasure, გამოვიდა 2023 წელს. ალბომი ნომინირებული იყო 66-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე ორ კატეგორიაში - წლის ალბომი და საუკეთესო პროგრესული რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომი.[21]

მონემ ითამაშა 2016 წლის ფილმებში Moonlight და Hidden Figures. ამის გამო ნომინირებული იყო Critics' Choice Movie Award-ზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაში. ასევე ითამაშა ფილმებში Harriet (2019) და Glass Onion (2022). 2020 წელს გამოჩნდა სატელევიზიო სერიალში Homecoming (2020). 2022 წელს მოიგო პირველი ემის ჯილდო.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #142127256 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. BlackPast.org — 2004.
  3. Ellis, Stacy-Ann. (February 19, 2015) The Future of Janelle Monae's Wondaland Records Is Very Bright. ციტირების თარიღი: June 26, 2015
  4. Janelle Monáe's Wondland Records and Epic Records Launch Landmark Joint Venture Partnership!. EpicRecords.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 21, 2015. ციტირების თარიღი: April 21, 2015
  5. Janelle Monae Signs to Bad Boy Records. Whudat.com. ციტირების თარიღი: August 17, 2012
  6. Artists. Atlantic Records. ციტირების თარიღი: August 17, 2012
  7. Janelle Monae (March 17, 2014). ციტირების თარიღი: January 21, 2019
  8. 61st GRAMMY Awards: Full Nominees List (December 7, 2018). ციტირების თარიღი: December 8, 2018
  9. Spanos, Brittany (April 26, 2018). „Janelle Monáe Frees Herself“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 26, 2018. ციტირების თარიღი: April 26, 2018.
  10. Alexander, Danny. (October 21, 2010) Janelle Monae's roots in one of Kansas City's most historic – and troubled – neighborhoods. Pitch. ციტირების თარიღი: April 21, 2015
  11. Janelle Monae brings her talents to the Fillmore Miami Beach on Saturday (November 18, 2013). ციტირების თარიღი: March 7, 2020
  12. Stokes, Paul. (July 19, 2019) 6 things we learned about Janelle Monae ... from The First Time. ციტირების თარიღი: March 7, 2020
  13. Lynskey, Dorian (August 26, 2010). „Janelle Monáe: sister from another planet“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 26, 2022. ციტირების თარიღი: December 14, 2016.
  14. „Janelle Monae Album & Song Chart History“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 16, 2023. ციტირების თარიღი: August 17, 2012.
  15. Janelle Monáe: Funky Sensation. ციტირების თარიღი: May 2, 2021
  16. Janelle Monae Wondaland; Jidenna Today Show (August 14, 2015). ციტირების თარიღი: December 21, 2023
  17. 2019 GRAMMY Awards: Complete Nominations List. Grammy.com (December 7, 2018). ციტირების თარიღი: December 10, 2018
  18. Janelle Monáe announces Dirty Computer tour dates, plus video for 'I Like That': Watch (April 23, 2018). ციტირების თარიღი: March 14, 2019
  19. Janelle Monáe Writing a Cyberpunk Story Collection. ციტირების თარიღი: September 4, 2021
  20. Decker, Natasha (April 18, 2022). „Janelle Monáe's 'Dirty Computer' Plays Out In Her New Collection Of Short Stories Which Is Out Today“. Madame Noire. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 19, 2022. ციტირების თარიღი: April 19, 2022.
  21. Enos, Morgan. (November 10, 2023) 2024 GRAMMY Nominations: See The Full Nominees List. Grammy Awards. ციტირების თარიღი: November 13, 2023