ფშაველში დათვებზე მონადირეთა ჯგუფი გამოავლინეს

ფშაველში დათვებზე მონადირეთა ჯგუფი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და შსს-ს თანამშრომლებმა, თელავის რაიონის სოფელ ფშაველში, დათვებზე მონადირეთა ჯგუფი გამოავლინეს. მონადირეთა ჯგუფს, სავარაუდოდ, რამდენიმე დათვი ჰყავს მოკლული. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ამოღებულია 50 კილოგრამამდე დათვის ხორცი, ჯგუფის 11 წევრი სამართალდარღვევის ფაქტს აღიარებს.

დათვებზე ნადირობის ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს თელავის პოლიცია იძიებს. "ამ ეტაპზე გამოვლენილია დანაშაულში მონაწილე რამდენიმე პირი, რომელთაც ბრალი უახლოეს დღეებში წარედგინებათ. მიმდინარეობს მუშაობა დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად", - აცხადებენ შს სამინისტროში.

საქართველოში დათვზე უკანონოდ ნადირობა სისხლის სამართლის წესით ისჯება. ერთი დათვის მოკვლით გარემოსათვის მიყენებული ზიანი 50 ათასი ლარით არის განსაზღვრული. ფშაველის ტყის გარდა, დათვებზე უკანონოდ ნადირობენ ყვარლის რაიონშიც. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, ახალსოფლის და მთისძირის მაცხოვრებლებმა წელს, უკვე 7 დათვი მოკლეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა