საწყისი > კურიოზები > ქალის დევნა

ქალის დევნა

პატარა ნიკუშა ნაკულაშვილი, დედიკომ თბილისში წაიყვანა სასკოლედ ტანსაცმელების საყიდლად. ნიკუშას თხოვნოთ ე.წ. „ვაგზლის ბაზრობაზე“ წავიდნენ ,, მატარებლით“. ჩაჯდნენ მეტროში. დიქტორი აცხადებს: შემდეგი სადგური 300 არაგველი, შემდეგი სადგური ავლაბარი, რომ გამოაცხადა შემდეგი სადგური თავისუფლების მოედანიო, ნიკუშამ ვეღარ მოითმინა და მთელი ვაგონის გასაგონად გამოაცხადა: ,,დედიკო, რა არის ეს ქალი ჩვენ დაგვდევსო?“

ავტორი: ნონა რევაზიშვილი

4 კომენტარი პოსტზე “ქალის დევნა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *