საწყისი > კურიოზები > ქათმის ყიდვის ამბავი

ქათმის ყიდვის ამბავი

ეს ამბავი ერთმა ჩემმა ნაცნობმა მომიყვა. კომუნისტების დროს გამყიდველად მუშაობდა მაღაზიაში.
მაღაზიაში, დაკეტვამდე ორიოდ წუთით ადრე, ქალი შედის:
– ქათამი, გაქვთ?
– კი, გვაქვს. – უპასუხა გამყიდველმა და მაცივარში დარჩენილი ერთადერთი ქათამი გადმოიღო.
დადო სასწორზე, ერთი კილოგრამი გამოვიდა. ქალს ეპატარავა:
– ცოტა დიდი არა გაქვთ?
გამყიდველმა აიღო ქათამი შედო მაცივარში და მაშინვე უკან გამოიღო, ვითომ სხვა არის. დადო სასწორზე. სასწორს თითი მიაშველა და კილონახევარი გამოვიდა. ქალს მოეწონა:
– კარგია… ისიც მომეცით, ორივეს ავიღებ…

42 კომენტარი პოსტზე “ქათმის ყიდვის ამბავი

  1. მაგარი ღადაობაა :D:D:D:D:D მერე რა ქნა? ხო არ უთხრა უი მერე გაქცეულაო :D:D:D:D:D

  2. მე კიდე ვიცი
    პინოქიო მოიყვანს თავისნაირ ხის ცოლს და მეორე დილიტ ხანძარი გაჩდება
    :D:D:D რას შვება ეს ხახუნის ძლა კაცო?:D:D:D

  3. არა არა უფრო მაგარს გეტყვით…… აი რას ეტყოდა გამყიდველი ,, ცოტა ბუმბლი ქონდა და გასატრუსად გავიდა გვერდითა კაფეში (არ უყვარდა ცხონებულს მოუწესრიგებლად სიარული) :D:D:D

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *