ჯასტინ ბიბერმა ვეფხვი შეიძინა

ჯასტინ ბიბერმა ვეფხვი შეიძინა

კანადელი თინეიჯერი ვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი ბრაზილიაშია. გარდა საკონცერტო გამოსვლებისა, მომღერალმა ზოოპარკიც დაათვალიერა და საკმაოდ ეგზოტიკური თეთრი ვეფხვი შეიძინა. 

ჯასტინი თავისი იუმორით არის ცნობილი, თუმცა ამჯერად სულაც არ ხუმრობს.

”შეხედეთ ამ წუთას რა ვიყიდე!” - დაწერა ვარსკვლავმა თავის ”ტვიტერზე” და ცხოველის ფოტოც გამოაქვეყნა. ვარაუდობენ, რომ ჯასტინი ეგზოტიკურ თეთრ ვეფხვს შოუების ნაწილად აქცევს.

ამჯერად რიოში მყოფი ვარსკვლავი თავის მეგობარ გოგონასთან ერთად კონცერტებს მართავს.

”რიო სიგიჟეა! მადლობა სელენა გომესს, რომ დამეხმარა რაღაც განსაკუთრებულის შექმნაში. კერძოდ კი დუეტის, რომელიც დღემდე არავის მოუსმენია”, - ”დატვიტა” ჯასტინმა.

მომავალი კონცერტი სან-პაულოშია დაგეგმილი.

მომზადებულია hollywoodlife.com - ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება