FONTS.GE
FONTS.GE: ყველა ქართული ფონტი ერთ საიტზე
in English
ქართული კლავიატურის ინსტალაცია ლათინური განლაგებით Windows XP SP2/SP3 ოპერაციულ სისტემაში

ინსტრუქციები და ხშირად დასმული კითხვები

მსოფლიოს თითქმის ყველა დამწერლობების მხარდაჭერა ოპერაციულ სისტემებში შესაძლებელია უნიკოდ სტანდარტის მეშვეობით, რომელიც კომპიუტერულ სამყაროში საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტია ტექსტის გამოსახვის, შეყვანისა და მანიპულაციისათვის.

Windows XP-ში ჩადებული ქართული უნიკოდ კლავიატურის განლაგება არ ემთხვევა ლათინურს, რაც ხშირ შემთხვევაში არ არის მოსახერხებელი.

ქართული კლავიატურის ლათინური განლაგებით ინსტალაციისთვის გააქტიურეთ თქვენს ოპერაციულ სისტემაში ქართული ენის მხარდაჭერა და შემდგომ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.

სისტემურ ადმინისტრატორებს, ტექნიკოსებს, ან უბრალოდ მათ, ვინც ახორციელებს სისტემის ინსტალაციას, FONTS.GE მკაცრად გირჩევთ სისტემის ინსტალაციის შემდეგ დაამატოთ ქართული კლავიატურა ლათინური განლაგებით.


დაგჭირდებათ ფაილი: kaqwerty_0.1_[FONTS.GE].zip

საფეხური 1. დარწმუნდით, რომ გააქტიურებული გაქვთ ქართული ენის მხარდაჭერა.

საფეხური 2. გადმოწერეთ ფაილი kaqwerty_0.1_[FONTS.GE].zip, განაარქივეთ მისი შიგთავსი, მაგალითად დესკტოპზე. გაუშვით setup.exe, დაელოდეთ ინსტალაციის დასრულების შეტყობინებას (სურათი 1).


სურათი 1

  • დარწმუნდით, რომ ეკრანის მარჯვენა ქვედა კუთხეში (საათის გვერდით) გამოჩნდა ენების გადასართველი და დაემატა KA Georgian (სურათი 2). გადადით ბოლო საფეხურზე.
  • იმ შემთხვევაში თუ ენების გადასართველი ან KA Georgian არ არის ენების ჩამონათვალში, გადადით შემდეგ საფეხურზე.

  • სურათი 2

    საფეხური 3. Control Panel-იდან (START -> Settings -> Control Panel) გახსენით Regional and Language Options, გადადით Languages-ზე და დააჭირეთ ღილაკს Details (სურათი 3 და 4).

  • თუ ჩამონათვალში უკვე არის KA Georgian და Keyboard-ში მითითებული აქვს Georgian (QWERTY) (სურათი 4), გადადით ბოლო საფეხურზე.
  • თუ ჩამონათვალში არის KA Georgian, მაგრამ Keyboard-ში არ აქვს მითითებული Georgian (QWERTY) (სურათი 4) და დარწმუნებული არ ხართ, რომ ეს განლაგება გჭირდებათ, წაშალეთ იგი Remove ღილაკზე დაჭერით და გადადით შემდეგ საფეხურზე.

  • სურათი 3


    სურათი 4

    საფეხური 4. დააჭირეთ ღილაკს Add (სურათი 4), Input language-ში აირჩიეთ Georgian, ხოლო Keyboard layout/IME-ში Georgian (QWERTY) (სურათი 5). დააჭირეთ ღილაკს OK.

  • თუ Input locale ჩამონათვალში არ არის Georgian, იხილეთ საფეხური 1.
  • თუ Keyboard layout/IME ჩამონათვალში არ არის Georgian (QWERTY), იხილეთ საფეხური 2.

  • სურათი 5

    საფეხური 5. ეკრანის მარჯვენა ქვედა კუთხეში (საათის გვერდით) განთავსებულ ენების ჩამონათვალში დაემატება KA Georgian (სურათი 2).

    შედეგი: კლავიატურაზე მარჯვენა ALT და SHIFT კლავიშებზე ერთდროული დაჭერით ან ეკარანის მარჯვენა ქვედა კუთხეში განლაგებული ენის პანელის KA-ზე გადართვისას, თქვენ უკვე შეძლებთ ქართული უნიკოდით წერას ლათინური განლაგების მიხედვით.


    შესაძლოა ასევე გაინტერესებდეთ:

    სხვა ინსტრუქციები და ხშირად დასმული კითხვები

    ამჟამად ჩვენთან 900 ფონტი და 41 პაკეტია


    » ფონტები რომლებიც შეიცავენ ლარის სიმბოლოს
    » როგორ ვწეროთ ქართულად
    » კოდირების კონვერტერი


    DESIGNTbilisi ფონტების ავტორებს გთავაზობთ ნაშრომის დიზაინერულ ჟურნალში გამოქვეყნებას.
    დამატებითი ინფომაციისთვის დაუკავშირდით რედაქციას მისამართზე: teplos at proteinos dot com






    უკანასკნელი დამატებები პარტნიორი საიტები
    ფონტები პაკეტები
    Bakuri Italic
    Bakuri Regular
    DM Medea Reg...
    DM Gragnili ...
    DM Archium R...
    DM Anbandidi...
    DM Giorgi Kh...
    DM Merab Kos...
    DM Zviadi Re...
    GeoPerf Regular
    ჯეოლაბის ფონ...
    GL Venuri
    GL Mkafio
    GL Lortkipan...
    GL Kupiura
    GL Gordeziani
    GL Chonchkhi
    GF Alaverdi
    Eurostile LT...
    Dara1981
    იაფი ავიაბილეთები