Monday, May 9, 2011

''რომ გავიზრდები... ! ''


არასოდეს გიფიქრიათ ბავშვობაში იმაზე თუ როგორი ცხოვრება გინდოდათ გქონოდათ ?
იდეა: გავაკეთოთ ბლოკნოტი სახელწოდებით ''რომ გავიზრდები'' და ჩავწეროთ ჩვენი ოცნებები და მიზნები

''რომ გავიზრდები შევხვდები პრინცს, რომელიც თეთრ რაშზე ამხედრებული მოვა ჩემთან და თავის სასახლეში წამიყვანს''

ალბათ ამას ფიქრობდა ყოველი თქვენგანი, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, მაგრამ ახლანდელი ბავშვებიც ამავეს ფიქრობენ?

რამდენიმე დღის წინ დავინტერესდი ამით და რამოდენიმე ბავშვს,
რომელთა ასაკიც 4-6 წელი გახლდათ დავუსვი კითხვა: რაზე ოცნებობ ? პასუხად ველოდი პიტერ პენის ნახვას,
პრინცთან შეხვედრას ან მოჯადოებული ბაყაყის პოვნას და ყველასგან იცით რა მივიღე პასუხად?
''დიდი აუზიანი სახლი, მდიდარი ქმარი, ბევრი ფეხსაცმელი და წითელი ''უჭერო'' მანქანა. <-აქ კაბრიოლეტზეა საუბარი :)

და ეს ყველაფერი იცით რისი შედეგია?
ახლანდელი ბავშვები ფიფქიასა და კონკიას ნაცვლად უყურებენ: ''ველურ კატას'', ''ქალბატონს'' და ათასგვარ უცხოურ სერიალს

თქვენი არ ვიცი მაგრამ არასოდეს მიოცნებია მდიდარ ქმარსა და ''უჭერო მანქანაზე''!


რამოდენიმე წლის წინ გამიჩნდა სურვილი ამეღო ბლოკნოტი, დამერქვა მისთვის ''რომ გავიზრდები'' და შიგნით ჩემი ოცნებები ჩამეწერა. ახლა ეს ბლოკნოტი ეზოს მიწაშია ჩაფლული და იქ დარჩება კიდევ მინიმუმ 10 წელი.. შემდეგ კი მის ამოღებას და წაკითვას ვაპირებ. ალბათ მხოლოდ მაშინ მივხვდები მივაღწიე თუ არა იმას, რაც მსურდა!

არ გაქვთ სურვილი მსგავსი რამ გააკეთოთ ? ამ ბლოკნოტში აღწერილი მაქვს ჩემი საოცნებო : ქორწილი, ქმარი, ოჯახი, სამსახური და ა.შ.

დამიჯერეთ ნამდვილად გესიამოვნებათ როდესაც მრავალი წლის შემდეგ მიწიდან ყუთს ამოიღებთ , მასში გაცვეთილი, ყვითელ ფურცლებიანი ბლოკნოტი იდება და შიგნით შენახული იქნება შენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ნაწილის - ბავშვობის ოცნებები !

გახსოვთ პატარაობაში როგორი სულელები და უსუსურები ვიყავით ? გავიხსენოთ ფრაზები, რომლებიც ჩვენი ბავშვობის ნაწილია.

-შვილო მომისმინე !
-შენი შვილი ტყეში დარბის !

-გადაგაფრენ ამერიკაში !

-მამაჩემი მამაშენზე ძლიერია !

-თუ არ გჯერა დედაჩემს კითხე !

-მე შენი დაქალი აღარ ვარ.

-გაგებუტე!
-აი დარდი.
-ჩემს დაბადების დღეზე აღარ დაგპატიჟებ !
-მერე რა მე უკეთესს გადავიხდი !

-აი მე რა მაქვს !

ეზოდან : დედაააა, დეეე, დედიკო, დეეე გამოიხედე, დედაააა (მერე მეგობრებიც გეხმარებაინდა ყველას დედა გადმოიხედავს დედაშენის გარდა)
მას შემდეგ რაც მეზობლები მიგაწყევლიან, ზოგი გადმოგძახებს, რომ ახვიდე და ისე უთხრა ან დაურეკო, გამოიხედავს დედაშენი. ''რა გინდა შვილო ? '' ''დე 2 წუთი გავალ და მოვალ'' :D

თუ ბაღში ცეკვის დროს ვინმესთან წყვილში იყავი, მაშინ ის ბიჭი აუცილებლად შენი შეყვარებული იყო და ბავშვებში ჩურჩული ატყდებოდა : ''დღეს ნიკუშამ ნინის ქინდერი მოუტანა''

რიგები და დიდი ჩხუბი საქანელაზე !

სკოლის პერიოდი : 1-4 კლასი
დროზეეე ზარი 2 წუთში ირეკება და დავიგვიანებთ და გამწარებულები მივრბივართ კლასისაკენ :) დღესაც ასე ვართ ხო ? :)))
-
-მე რო გავიზრდები მდიდარი ვიქნები და არცერთ კაბას არ გიყიდი !
-რაში მჭირდება შენი კაბა მე მილიონერს მივყვები ცოლად !

როდესაც დედაშენს ემშვიდობები : ''კაი დე, ხო კაი დედა გავიგე, ვიცი დედიკო, კარგი დედა, ეგ ხომ უკვე მითხარი დეე, ფრთხილად ვიქნები დედა! ''

მოდაშია გყავდეს შეყვარებული


ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია ჩემი ნაცნობებისგან, რომლებსაც უთქვამთ, რომ მას შემდეგ რაც ბიჭმა სიყვარული აუხსნათ მათი პირველი ფიქრი იყო : ''Facebook-ზე relationship status-ს შევცლი !''

დასკვნა : დღეს თინეიჯერებში მოდაშია გყავდეს შეყვარებული !

გავიხსენოთ ბავშვობის წლები. ყველას ჰქონდა მეგობრობის დღიურში კითხვა : ''შეყვარებული გყავს ?'', რაზეც ყველა პასუხობდა : ''არა'', მაგრამ ამ პასუხის არასოდეს არავის სჯეროდა, რადგან მაშინ შეყვარებულს ვეძახდით იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ გვიყვარდა და არ იყო აუცილებელი იმ ადამიანს შენც ყვარებოდი.
სანამ წერას ვისწავლიდით ბაღშიც გვყავდა ''შეყვარებული'', რომელსაც ყოველ დილით მოჰქონდა ჩვენთვის თოიბოქსი ან ქინდერი.

ნელ-ნელა გავიზარდეთ და მივხვდით, რომ სიყვარული არ არის ის რაც გვეგონა. მაგრამ არც ისაა, რადაც მას დღევანდელი, ჩვენი ქვეყნის თინეიჯერობა მიიჩნევს.

ჩემი აზრით, ადამიანს ცხოვრებაში უყვარს ერთადერთხელ, და თუ ეს ნამდვილი სიყვარულია ეს სამუდამოს გრძელდება. არ ხდება ნამდვილი სიყვარულის დავიწყება, ან მისი ახალით შეცვლა !

მე ვიცნობ წყილებს, რომლებსაც ერთმანეთი პირველივე კლასიდან უყვართ, და დღეს შვილიშვილების გარემოცვაში ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ ბევრად მეტს ვიცნობ, ისეთს, რომლებმაც თინეიჯერული გატაცება სერიოზულად მიიღეს და დღეს მათი ოჯახი დანგრევის პირასაა.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გყავდეს შეყვარებული. უბრალოდ მისი არ ყოლა არ არის ტრაგედია ! და თუ გყავთ მასთან დაშორება და კომპლიქტები არ უნდა იყოს თქვენი დეპრესიის მიზეზი ! თინეიჯერთა უმრალესობას მოგვიანებით სრულიად ეცვლება გემოვნება და უკვირთ თუ როორ მოსწონდათ ბიჭი, რომელიც იმ დროისთვის საზიზღრობად მიაჩნიათ !


ნუ გეყოლებათ შეყვარებიული, მხოლოდ იმიტომ რომ FACEBOOK-ზე relationship status-ს შეცვალოთ და იმიტომ რომ ეს მოდაშია !

40 რამ, რაც გოგონებმა ბიჭების შესახებ უნდა იცოდნენ ♂ ♀


1) რეალურად ბიჭებისთვის გარეგნობა მთავარი არ არის... მათ მოწესრიგებული და ინტელექტუალური გოგონები უფრო ხიბლავთ.

2)ისინი ვერ იტანენ, როდესაც მათი რჩეული სხვას ეპრანჭება

3)ბიჭს შეიძლება მოსწონდე ერთი წუთი,და მეორე წუთს აღარც ახსოვდე

4)როდესაც გეუბნება, რომ მას შენი არ აესმის, ეს მართლაც იმას ნიშნავს რომ განსხვავებულად აზროვნებთ

5)''რას შვები?'', ''როგორ ხარ?'' არის მათი პირველი კითხვები, მხოლოდ და მხოლოდ დაძაბულობის მოსახსნელად

6)ბიჭები შეიძლება მთელი დღის განმავლობაში ეფლირტავებოდნენ არაერთ გოგოს, მაგრამ ძილის წინ მაინც იმ ერთ გოგონაზე ფიქრობენ

7)ბიჭები გიჟდებიან მათი საყვარელი გოგოს ღიმილზე

8)ყველაფერზე არიან წამსველები იმისათვის, რომ გოგონას ყურადღება მიიქციონ

9)ვერ იტანენ როდესაც შენს ყოფილ შეყვარებულზე საუბრობ

10)ბიჭები ტირიან !

11)მათ არასოდეს შეუძლია ბევრი ოცნება და არც იმედები გააჩნიათ

12)ისინი ყოველთვის ცდილობენ, მოიპოვონ იმ გოგონას გული, ვინც პირველად ის არაფრად ჩააგდო

13)როდესაც გოგონა ამბობს ''არა''-ს, ბიჭისთვის ეს ნიშნავს ''კიდევ ერთხელ ვცადო ხვალ''

14)ბიჭები ვერ იტანენ პიდარასტებს

15)ბიჭებს ძალიან უყვართ დედები

16)ისინი ყოველთვის ზედმეტად პირდაპირები არიან

17)ბიჭები ვერ იტანენ, როდესაც ტანსაცმელი ესვრებათ


18)თუ ბიჭი თავის პრობლემებს გიყვება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სჭირდება ადამიანი, რომელიც მოუსმენს. უბრალოდ მოუსმინე და თავი შეიკავე ზედმეტი რჩევებისგან !

19)ბიჭების უმეტესობას ურჩევნია გოგოები ტვინით, ვიდრე გრძელი ფეხებით

20)ვერასოდეს ინახავენ საიდმლოს, რომელიც მათ გოგონამ გაანდო

21)მათი ფანტაზია შეუზღუდავია

22)ბიჭისთვის შეიძლება ბევრად რთული აღმოჩნდეს განშორება, ვიდრე გოგოსთვის

23)ბიჭებს აქვთ მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე გოგონებს

24)როდესაც ამტკიცებენ, რომ წყნარად არიან, შეამოწმეთ არიან თუ არა ოფლიანები. ბიჭები ნერვიულობისას ბევრ ოფლს გამოყოფენ

25)თუ სერიოზულად იწყებს ლაპარაკს მთელი სერიოზულობით მოუსმინეთ

26)თუ ის გაჩუმდა და სიტყვები აღარ აქვს, ერიდე სიჩუმეს და თავად შეაშველე სიტყვა

27)მათ არ სჯერათ ერთი ნახვით შეყვარების

28)ბიჭები ხარჯავენ თავისფალ დროს ფეხბურთსა და ვიდეო თამაშებში, ისევე, როგორც გოგონები მაკიაჟსა და რომანებში.

29)შეიძლება იფიქროს რომ გოგონას მოსწონს, მაგრამ არასოდეს დარწმუნდება ამაში, სანამ გოგონა თავად არ ეტყვის ამ სიტყვებს

30)ბიჭებს მოსწონთ გოგონები, რომლებიც მათ დედებს გვანან

31)მოსწონთ გოგონები, რომლებსაც შეუძლიათ საჭმელების კეთება და ცხობა

32)ძმაკაცებმა ერთმანეთის შესახებ ბევრად მეტი იციან, ვიდრე დაქალებმა !

33)თუ ბიჭი მოგაშტერდა, ეს იმას ნიშნავს რომ ან მოსწონხარ ან გაკრიტიკებს.

34)თუ ის გაძლევს შესაძებლობას სხვა ბიჭთან წახვიდე ეს იმას ნიშნავს, რომ მას მართლა უყვარხარ

35)თუ ის უეცრად პაემანზე გიწვევს, აუცილებლად ჰკითხე ''რატომ?''

36)ბიჭებს უყვართ, როდესაც მათი თმებით თამაშობთ და თავზე ხელს უსვამთ

37)ისინი სწავლობენ პრაქტიკიდან და არა სასიყვარულო წიგნებიდან, გოგოების მსგავსად

38)სერიოზულ ურთიერთობაში ბიჭს ბევრად ძლიერი სიყვარული შეუძლია ვიდრე გოგონას.

39)აუცილებლად მიეცით ბიჭს მეორე შანსი, მაგრამ მესამეზე აღარც იფიქროთ!

40)ბიჭებს შეუძლიათ ფლობდნენ შენზე ბევრად მეტ ინფორმაციას, ვიდრე ეს შენ წარმოგიდგენია !

სკოლა - 12 წლიანი ''სროკი'' ?


-ჩიგოვიძე!
-ვარ მასწავლებელო!
-კალანდაძე!
-აგერ ვარ მასწავლებელო!
-სიხარულიძე!
-ავად გახდა, მასწავლებელო, და ჭყონიამ, ცენტრაძემ, ბურჭულაძემ, ქორიძემ, ნინიძემ და ღლონტმა გააცილეს სახლში.
-მთელი კლასი ვერ გაყევით ? იკითხა გულჩვილმა მასწავლებელმა.
-ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, თორემ მივყვებოდით.


მგონი დღესაც ასე იწყება სკოლაში გაკვეთილი. კითხულობენ სიას მაგრამ ასეთი პასუხი ძალიან იშვიათია. მოსწავლეების უმრავლესობას ერთი სიტვის გამეტება ეზარება, ზოგი კი ერთი სიტყვის თქმით - ''ვარ'' კმაყოფილდება...

-ვაშალომიძე, ვაშალომიძე, ვა-შა-ლო-მი-ძე! ყვირის მასწავლებელი და ხელს მაგიდზაე ურტყავს.
-აქ ვარ, პატივცემულო მასწავებელო!
-მასეთი ყოფნა და არ ყოფნა ერთი და იგივეა !
-ყოფნა არყოფნა, საკითხვაიც აი ეს არის! - ამბობს რომული პათეტიკურად.

დღეს მოსწავლის ყოფნა-არყოფნა უკანა მერხზე ჯდომით და ტელეფონზე თამაშით განისაზღვრება .

-რომული კალანდაძე, გაბრძანდი გარეთ!
-სიცივეა მასწავლებელო !
-გაეთრიე გარეთ - მხარს ვუჭერ მასავლებელს.
რომული გადის

აი ეს კი ნაცნობი სიტუაციაა. ალბათ ყველას გვეყოლება კლასელი, რომელიც გაკვეთილზების უმრავლესობას კარებთან ატუზული ატარებს. ახლა ბავშვების უმრავლესობა მასწავლებელს ამ საკითხში არ ეწინააღმდეგება, არც სიცივეს უჩივის და უმეტეს შემთხვევაში მომღიმარი სახით ტოვებს საკლასო ოთახს.

მე კი უბედურება მატყდება თავს.
-რა გვქონდა გაკვეთილად ვაშალომიძე ?
-სოლვეის ხერხით სოდის მიღება!
-აბა გამოდი დაფასთან !

აბა გამოდი დაფასთან - ყველა დროის ყველაზე საშინელი სიტყვები. რომელსაც ჩვენი თაობა ''აი სად დამერხათი'' მოიხსენიებს. დაფასთან უმრავლესობა მეგობრისგან კარნახს ელის. ''ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო''


მათემატიკის მასწავლებელი :
''ვაშალომიძე ჩემთვის ასუცნობიანი განტოლებაა და სანამ მასში ადამიანს ამოვიცნობ, ალბათ სულ ამომხდის!''

დღევანელი მოზარდის ლოგიკა : რაში მჭირდება მათემატიკა, როდესაც არსებობს კალკულატორი ?!


ფიზიკის მასწავლებელი :
''არ არსებობს ბუნებაში ენერგია. რომელსაც შეეძლოს ვაშალომიძის მოძრაობაში მოყვანა. ეს არის სითხეში ჩაშვებული სხეული. რომელზედაც არ მოქმედებს არავითარი ამომგდები ძალა''

ქიმიის მასწავლებელი ;
''არავითარი რეაქცია, ზის და მთელი დღე მშლის. იგი რაღაც განსაკუთრებული ლაკმუსია, რომელზედაც არაფერი არ მოქმედებს, იგი არასოდეს წითლდება''

რუსულის მასწავლებელი :
''по моему он просто идиот ''

გეოგრაფიის მასწავლებელი :
''ვაშალომიძეს აქვს ერთობ რელიეფური ცოდნა. იგი ან შექანებულია, ან გამოფიტული. ვფიქრობ, მას სჭირდება ზომიერი სარტყელი, რომ სიგრძედი დ განედი ერთი ჰქონდეს.''

ისტორიის მასწავლებელი :
''იგი უფრო ქვის ხანის ადამიანის, ვიდრე მეოცე საუკუნის ცივილიზირებული მოქალაქე. ძნელია დავათარიღოთ მომენტი, როდესაც იგი გაკვეთილზე წყნარად ზის. არავითარი პროგრესი, იგი არცხვენს საკუთარ კლასს''

ნაცნობი სიტუაციები


-მას რვეული სახლში დამრჩა !
-რატომ თავი არ დაგრჩა ?!

-რატომ არ უსმენ ?
-როგორ არ ვუსმენ მას
-აბა გაიმეორე !

რა ჯობია იმ შეგრძნებას, რომელსაც გრძნობ მაშინ, როდესაც ზარი ირეკება და 5 წუთიანი თავისუფლება გაქვს. ამ დროს კი მასწავლებეი გეუბნება
-მოგეცი ადგომის უფლება ? ზარი ირეკება ჩემთვის და არა თქვენთვის !


-შენ შენი ოჯახის სარკე ხარ!

-სახლსიც ასე ხატავ კედლებზე ?

-სახლში სტუმარი რომ მოდის ფეხზე არ დგები ?

-მითხარით რაზე იცინით და ერთად ვიცინოთ !

მოსწავლის ფიქრები გაკვეთილზე : '' ოღონდ ახლა არ გამომიძახოს და შემდეგისთვის ძალიან კარგად ვისწავლი! მთავარია ახლა გადავრჩე'' ამის შემდეგ არსებობს ორი ვარიანტი
1) მასწავლებელი შენ გვარს კითხულობს და სულ მალე ჟურნალში შენი გვარის გასწვრივ ჩნდება 2
2) მასწავლებელი არ გიძახებს მაგრამ შემდეგი გაკვეთილისთვის საერთოდ არ ემზადები და იგივე ფიქრებში ხარ

--------------------------

სკოლის მოსწავლეთა უმრავლეოსბა ფიქრობს : ''როდის მორჩება ეს სკოლა ! 12 წლიანი ''სროკი'' . მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ, რომ შემდეგ სწავლა უმარლესში უნდა განაგრძონ ! ეს სიტუაცია გვახსენებს გამოთქმას : ''ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო''. მაგრამ იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებმაც სკოლა უკვე დაამთავრეს სულ იმის ნატვრაშია ნეტავ სკოლაში ვსწავლობდეო. ნეტავ რატომ ? ადამიანს მუდამ სურს ის რაც იმ დროისთვის არ აქვს ?!

♥ Of Course ♥

♥ ♥ ♥

გოგონამ და ბიჭმა დადეს სანაძლეო. გოგონას ისე უნდა გაეძლო ერთი დღე, რომ შეყვარებულთან არ დაერეკა, მასთანაც არ მისულიყო და მასზე არც ეფიქრა. თუ ამას მოახერხებდა მაშინ ისინი ერთად დარჩებოდნენ, წაგების შემთხვევაში კი
დაშორდებოდნენ.
გოგონამ დავალებას თავი გაართვა და მეორე დღეს ბიჭის სახლში გახარებული მივიდა, სადაც შეყვარებულის წერილი დახვდა : ''ყოჩაღ საყვარელო, შენ ეს შესძელი, შეგილია ასე ყოველ დღე მოიქცე ? ''
გოგომ არ იცოდა, რომ მის შეყვარებულს ერთი დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი და სიმსივნით კვდებოდა...


ჯადოქარმა პრინცი დაწყევლა ისე, რომ მას წელიწადში მხოლოდ ერთი სიტყვის წარმოთქმა შეეძლო.ხოლო თუ მთელი წლის განმავლობაში იმ ერთ სიტყვასაც არ იტყოდა, შეეძლო ის შემდეგი წისათვის შეენახა. პრინცი ერთ დღეს შეხვდა გოგონას, რომელიც ძალიან შეუყვარდა. 10 წელი აგროვებდა სიტყვებს და 10 წლის შემდეგ მივიდა და უთხრა : '' საყვარელო, მე შენ მიყვარხარ, მე მინდა რომ ცოლად მოგიყვანო. თანახმა ხარ ? ''
და იცით გოგონამ რა უპასუხა ? ''PARDON ? (უკაცრავად ფრანგულ ენაზე, ანუ გოგონა სხვა ენაზე საუბრობდა)